ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსზე 2018
„თელიანი ველის“ კიდევ ერთი გამარჯვება:
2 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი!
„ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსზე“ წარდგენილმა „თელიანი ველის“ სამივე ღვინომ უმაღლესი შეფასება დაიმსახურა და ოქროს და ვერცხლის მედლები მოიპოვა:
• „გლეხური ქისი ქვევრი 2016“- ოქრო
• „გლეხური კისისხევის საფერავი ქვევრი 2016“ - ოქრო
• „გლეხური რქაწითელი ქვევრი 2015“ - ვერცხლი️
ასოციაცია "ქართული ღვინო"-ს ორგანიზებითა და "ღვინის ეროვნული სააგენტო"-ს მხარდაჭერით, 2018 წლის 3 და 4 მაისს, თბილისში ქვევრის ღვინის მეორე საერთაშორისო კონკურსი გაიმართა. კონკურსის მიზანია მსოფლიოსთვის საუკეთესო ქვევრის ღვინოების წარდგენა, ქვევრის ღვინის წარმოების და მოხმარების ხელის შეწყობა, სხვადასხვა ქვეყანაში წარმოებული ქვევრის ღვინის ცნობადობის ამაღლება.
კონკურსზე წარდგენილი იყო 70 როგორც დიდი კომპანიის, ასევე მცირე და საშუალო საოჯახო მარნის 200-მდე ღვინის ნიმუში, რომლებიც ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან შემდგარმა ჟიურიმ შეაფასა.