კომპანიამ “თელიანი ველი” სიღნაღის გახსნაში მიიღო მონაწილეობა

კომპანიამ “თელიანი ველი” სიღნაღის გახსნაში მიიღო მონაწილეობა

განახლებული სიღნაღი 27 ოქტომბერს ოფიციალურად გაიხსნა. ღვინის მწარმოებელი კომპანია ”თელიანი ველი” მონაწილებას იღებს ოფიციალურ გახსნაში. ”თელიანი ველი” 15 დასახელების ღვინით იქნა წარმოდგენილი. კომპანიის სტენდთან მთელი დღის განმავლობაში ტარდებოდა დეგუსტაცია. „თელიანი ველის“ წარმომადგენლები კი ყველა სტუმარს ღვინით უმასპინძლდებოდნენ. ქალაქის ქუჩებში გამოფენები და ეთნოგრაფიული კუთხეები მოეწყო. ასევე, გაიხსნა სიღნაღის ქართული ხელოვნების მუზეუმი და ქორწინების სასახლე. ქალაქის მთავარ მოედანზე ფოლკლორული კონცერტი შედგა. დღის ბოლო კი გალა კონცერტით დასრულდა.