კომპანიამ “თელიანი ველი“ „OPIC“-საგან 2 მილიონი დოლარის ოდენობით დაფინანსება მიიღო.
ღვინის მწარმოებელმა კომპანიამ „თელიანი ველი“, ამერიკული სამთავრობო ორგანიზაცია OPIC-საგან, მეორე ტრანშის სახით, 2 მილიონი დოლარის ოდენობით დაფინანსება მიიღო. აღნიშნული ტრანზაქცია განხორციალდა 2011 წელს „თელიანი ველსა“და „OPIC“-ს შორის გაფორმებული 15 მილიონიანი პროექტის საფუძველზე, მოცემული თანხიდან 8 მილიონის ოდენობით გრძელვადიან სესხს „OPIC“ გამოყოფს, ხოლო 7 მილიონის ინვესტიციას თავად ღვინის მწარმოებელი ქართული კომპანია „თელიანი ველი“ ახორციელებს. პროექტის პირველი ტრანში 5 მილიონი დოლარის ოდენობით 2012 წლის იანვარში განხორციელდა და „თელიანი ველი“–ს შამპანიურის ახალი საწარმოს მშენებლობასა და ვენახების მეურნეობის განვითარებაზე დაიხარჯა. ხოლო მეორე ტრანში – 2 მილიონი დოლარის ოდენობით, მოხმარდება კომპანიის ტურისტული მიმართულების განვითარებას, ღვინის წარმოების გაფართოებასა და „თელიანი ველი“-ს პროდუქციის ექსპორტის გაზრდას ამერიკის შეერთებულ შტატებში. „OPIC“ უმსხვილესი ამერიკული სამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც კონგრესის უშუალო დაქვემდებარებაშია და ხელს უწყობს სხვადასხვა ქვეყნებში ამერიკული კაპიტალის მქონე კერძო ბიზნესის განვითარებას. კომპანია „თელიანი ველი“–ს 25 %–ის მფლობელი, სწორედ, ამერიკული ფონდი „Fire Birds“ არის.