კომპანიამ “თელიანი ველი” დაასპონსორა ქართული მედიის ყოველწლიური ღონისძიება “მას-მოდა 2007”.
ქართული ტელევიზიების და მედიის სხვა საშუალებების 50-მა წარმომადგენელმა დიზაინერ ეკა თადუმაძის მოდელების ჩვენება გამართა. ”თელიანი ველი” ამ ჩვენების მასპინძელი იყო, ღონისძიების დასაწყისში სტუმრებს სწორედ “თელიანი ველის” ღვინით გაუმასპინძლდნენ ხოლო ჟურნალისტებს საჩუქრად გადაეცათ სპეციალური ეტიკეტით ჩამოსხმული “საფერავი”.