კომპანიამ “თელაინი ველი” ფრანგ მეღვინეებს უმასპინძლა

კომპანიამ “თელაინი ველი” ფრანგ მეღვინეებს უმასპინძლა

 

31 ოქტომბერს თელიანი ველის ღვინის ქარხანას საფრანგეთის სორბონის უნივერსიტეტის დელეგაცია ეწვია. მათ შორის იყო რამდენიმე ფრანგი მეღვინე. სტუმრებმა დაათვალიერეს ქარხანა, დააგემოვნეს თელიანი ველის ღვინო და ერთი ღამით თელინი გესთჰაუსში დაბინავდნენ. სორბონის უნივერსტეტის დელეგაცია 29 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე საქართველოში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვევით იმყოფება. ვიზიტის მიზანია ქართული მეცნიერების განვითარების ხელის შეწყობა და მის საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება, ქართული ღვინის პოპულარიზაცია მსოფლიოში, ასევე ქართველი და ფრანგი მეწარმეების საქმიანი კონტაქტების დამყარება და გაღრმავება.