კომპანია "თელიანი ველი" 2006 წლის საუკეთესო ბიზნესკომპანიების 25-ეულში შევიდა.
საუკეთესო კომპანიები და ბიზნესმენები 4 ოქტომბერს მედია ჰოლდინგმა ჯორჯიან თაიმსმა და საქართველოს საზოგადოებრივი აზრის და მარკეტინგული კვლევის ასოციაცია "გორბიმ" ტრადიციულ, მე-11 ცერემონიაზე დააჯილდოვა.
ქორთიარდ მარიოტში გამართულ ცერემონიაზე კომპანია თელიანი ველმა სამი ჯილდო მიიღო, თელიანი ველის პროდუქციის აღიარებისთვის საზღვარგარეთ, ქართული მეღვინეობის განვითარებში შეტანილი წვლილისა და კომპანიის ზრდისა და წარმატებულობისთვის.