ქართულმა ღვინომ ორი ვერცლის მედალი დაიმსახურა ბელგიაში მსოფლიო მასშტაბის კონკურსში

ქართულმა ღვინომ ორი ვერცლის მედალი დაიმსახურა ბელგიაში მსოფლიო მასშტაბის კონკურსში

ქართულმა ღვინომ  წელს პირველად მიიღო მონაწილეობა ღვინის ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო კონკურსში Challenge International du Vin ბელგიაში.  ყოველწლიურად კონკურსში ერთმანეთს 30-ზე მეტი ქვეყნის ბრენდები ეჯიბრება. 5000 სახეობის ღვინის დაგემოვნებისა და ლაბორატორიული შემოწმების შემდეგ, კომპანია თელიანი ველის ღვინოები 2 ვერცხლის მედლით დაჯილდოვდა. მედლები და სიგელები თელიანი ველის “თელმა” (თეთრი მშრალი ღვინო) და  “მუკუზანმა” (წითელი მშრალი ღვინო) მიიღო.