ქართული ღვინის გემო კორეაშიც გაიგეს
18 ივლისს კორეელებს, ქართული ღვინის ისტორია და ტრადიციები კომპანია “თელიანი ველმა” გააცნო. პრეზენტაცია დედაქალაქ სეულში შედგა. ს.ს “თელიანი ველი”-ს მენეჯმენტი მიიჩნევს, რომ კორეელი პარტნიორების სახით, საკმაოდ დიდი პოტენციის მქონე მსხვილ ბაზარზე შედიან. ქართული ღვინის პირველი ნაკადი, კორეაში უკვე ჩავიდა, ადგილობრივი წამყვანი ტელეარხებით კი ქართული ღვინის, კონკრეტულად კი "თელიანი ველი"-ს პროდუქციის რეკლამები უკვე გადის. ასეთი მარკეტინგული ნაბიჯი ს.ს "თელიანი ველი"-ს კორეელი პარტნიორების ინიციატივაა. ამ გზით ისინი ბაზარზე ქართული ღვინისადმი ინტერესს და მოთხოვნილებას ზრდიან. კორეელები ძირითადად მშრალი სახეობის ღვინოებს ანიჭებენ უპირატესობას. წლის ბოლომდე ს.ს “თელიანი ველი”-ს პარნიორები მილიონი ბოთლის გაყიდვას გეგმავენ.