ქართული ბრენდის მოყვარულთა კლუბი “Le Coucase”
21 ივნისს 22:30 საათზე კლუბში ”ზენი” ქართული ბრენდის “Le Coucase” –ის მოყვარულთა კლუბის პრეზენტაცია შედგა. კლუბში ის ადამიანები გაწევრიანდნენ ვინც კონიაკის ერთგული მსელია. სტუმრებს შორის იყვნენ პოლიკიტოსები, ჟურნალისტები, ბიზნესმენები, სპორტსმენები და სხვადასხვა საელჩოების წარმომადგენლები. კლუბის თითოეულმა წევრმა “Le Coucase” -სგან საჩუქრად მიიღო მათარა და კლუბის წევრობის პლასტიკური ბარათი, რომელთა საშუალებით სტუმრები “Le Coucase” – ის მიერ მოწყობილ სხვადასხვა ღონისძიებაზე (გამოფენა, ლიტერატურული საღამო, თანამედროვე მოდის დეფილე) დასწრებას შეძლებენ. ასევე ისარგებლებენ კლუბის წევრობის ფასდაკლებით “Le Coucase”–ის კონიაკზე. კლუბში ”ზენი” მოწვეული სტუმრებისთვის სპეციალური საღამო “Le Coucase”–ის ლეგენდის პრეზენტაციით და დიდი ბრიტანეთიდან მოწვეული მუსიკალური დიჯეის გაფორმებით გაიმართა. ასევე გათამაშდა სიგარების შეკვრა, “Le Coucase”–ის 20 წლიანი დაძველების კონიაკი და ვილეროი&ბოხის მიერ დაწესებული პრიზი კონიაკის უძვირფასესი ჭიქები.