ქართულ-ფრანგული გემო – ''თელიანი ველი''-ს საახალწლო საჩუქარი

ქართულ-ფრანგული გემო – ''თელიანი ველი''-ს საახალწლო საჩუქარი

“თელიანი ველი“ მომხმარებელს საახალწლო სიახლეს სთავაზობს. კომპანია ახალ ღვონოებს - ''კაბერნე საფერავს'', ''შარდონე რქაწითელსა'' და ''სოვინიონ ბლანს'' უშვებს, რომლებიც დახლზე საახალწლოდ გამოჩნდება. ახალი ღვინოები ფრანგულ-ქართული ვაზის უნიკალური ჯიშების ნაზავისგან დამზადდა და პრემიალურ სეგმენტზეა გათვლილი. ''შარდონე რქაწითელი'' და ''სოვინიონ ბლანი'' თეთრი მშრალი ღვინოებია და საცალო ქსელში 18-20 ლარი ეღირება. ხოლო ''კაბერნე საფერავის'' ფასი, რომელიც წითელი მშრალი ღვინოა 30 ლარი იქნება. პირველ ეტაპზე კომპანიამ 50 ათასი ბოთლი ჩამოასხა. პროდუქცია ჯერ მხოლოდ ქართულ ბაზარზე გაიყიდება, სამომავლოდ კი მისი ექსპორტზე გატანაც იგეგმება.