“კახური #8“-ის პრეზენტაცია

“კახური #8“-ის პრეზენტაცია

უძველესი კახური კლასიკური მეთოდით დამზადებული თეთრი მშრალი ღვინო სავაჭრო ქსელში 20 ივლისს ჩაეშვა. ღვინო რქაწითელისა და მწვანეს ჯიშის ყურძნისაგან მზადდება, ის ქვევრში ჭაჭაზეა დადუღებული, შემდეგ კი მუხის კასრებშია დაძველებული. ,,კახური 8 ნომერი” „თელიანი ველის“ ღვინოებში რიგით 24-ე პროდუქტია, გეგმის მიხედვით ყოველწლიურად ახალი ღვინის 30 ათასი ბოთლი ჩამოისხმევა.