IWC China 2019
„თელიანი ველის“ კიდევ ერთი წარმატება საერთაშორისო კონკურსზე - ამჯერად ჩინეთში!
ღვინის საერთაშორისო კონკურს „International Wine Challenge China 2019“ -ზე წარმოდგენილმა „თელიანი ველის“ ღვინოებმა ვერცხლის მედლები მოიპოვა და დადებითი რეკომენდაციებიც მიიღო!
• თელიანი ველი, საფერავი 2018 - ვერცხლი
• საფერავი როზე 2018 - ვერცხლი
• წინანდალი, 2017 - ვერცხლი
➦ „International Wine Challenge China“ ერთ-ერთი გამორჩეული საერთაშორისო კონკურსია, რომელშიც მონაწილეობენ როგორც ჩინელი მწარმოებლები, ასევე მწარმოებლები, რომლებიც ჩინურ ბაზარზე ახდენენ ექსპორტს. გამარჯვებულ ღვინოებს მსოფლიო ღვინის ექსპერტები ფარული დეგუსტაციით ავლენენ და მედლებით აჯილდოვებენ.