იოსიფ კობზონი საქართველოს ესტუმრა.
მომღერალმა ქალაქის ღირსშესანისნავი ადგილები დაათვალიერა, პატივი მიაგო ნაცნობ-მეგობრების საფლავებს და ფილარმონიაში კონცერტი გამართა. იოსიფ კობზონი თბილისში დიდი პატივით მიიღეს. “თელიანი ველი”-ს გენერალური დირექტორის მოადგილემ გიო ხუციშვილმა მომღერალს სპეციალურად კობზონისთვის ჩამოსხმული “თელიანი ველი”-ს საფერავი და წინანდალი უსახსოვრა. იოსიფ კობზონმა კი ცნობილი ქართული ღვინის ბრენდის ეტიკეტზე საკუთარი ავტოგრაფი დატოვა და ქართულ ღვინოს მსოფლიო პოპულარობა უსურვა.