„International Wine Challenge 2021“- ზე მოპოვებული წარმატება

„International Wine Challenge 2021“- ზე მოპოვებული წარმატება

„International Wine Challenge“  მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გავლენიანი კონკურსია და ყოველწლიურად ლონდონში ტარდება. 

წელს კონკურსში მსოფლიოს 50 ქვეყნიდან ათასობით ღვინო იღებდა მონაწილეობას.

უმაღლესი შეფასებითა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდა თელიანი ველის, Winery97-ისა და გლეხურის ღვინოები: თელიანი ველი კაბერნე-საფერავი  2019, თელიანი ველის Winery97-ის სერიიდან  საფერავი 2020  და კახური N8  2019. ქვევრის ღვინოებიდან კი გლეხურის ქისი ქვევრი 2019 და ხაშმის საფერავი ქვევრი 2019.

გამარჯვებულ ღვინოებს მსოფლიო ღვინის ექსპერტები ფარული დეგუსტაციით ავლენენ. კონკურსის მიზანია მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო ღვინოების გამოვლენა. IWC-ის მინიჭებული მედლები ხარისხის და სანდოობის უმაღლესი გარანტია. IWC2021-ზე წარდგენილმა თელიანი ველის ღვინოებმა 5 ვერცხლისა და 6 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.