ჰაერნაოსნობაში გამარჯვებულ გუნდს "თელიანი ველი" 100 ლიტრი ღვინით დააჯილდოვებს
კომპანია "თელიანი ველი" საქართველოს ჰაერნაოსნობის მეორე ღია ჩემპიონატში გამარჯვებულ გუნდს 100 ლიტრი ღვინით დააჯილდოვებს. დაჯილდოვების საზეიმო ცერემონიაზე "თელიანი ველი" გამარჯვებულს 100 ლიტრ მუკუზანს მუხის კასრით გადასცემს. შეჯირში მონაწილეობას იღებს 15 გუნდი დიდი ბრიტანეთიდან, ჩეხეთის რესპუბლიკიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან და საქართველოდან. შეჯიბრებები ჩატარდება მცხეთაში, ქართლის ველზე 6-9 ოქტომბერს.