ჰაერნაოსნობა
თბილისობის ფარგლებში ჰაერნაოსნობის მესამე ჩემპიონატმა აიღო სტარტი. ტურნირში მონაწილე 4 შერეული ეკიპაჟი რიყიდან აფრინდა. შეჯიბრში საქართველოში სპეციალურად ჩამოსულმა უცხოელმა სპორტსმენებმა მიიღეს მონაწილეობა. ჩემპიონატის საზეიმო დახურვა და დაჯილდოვების ცერემონია “შარდენი 12”-ში შედგა. ყველა მონაწილეს სს “თელიანი ველი”-ს ღვინო და სიგელები გადაეცა. როგორც თავად მონაწილეები ამბობდნენ ქართულ ღვინოზე უკეთეს საჩუქრად ვერაფერს ინატრებდნენ, ასე რომ ჩემპიონატზე ბრძოლა “თელიანი ველი”-ს საფერავისა და წინანდალის მოსაპოვებლად გაიმართა. სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის კომპანია “თელიანი ველმა” ღვინოებს განსხვავებული ეტიკეტები მოუმზადა წარწერით: ჩამოსხმულია სპეციალურად ჰაერნაოსნობის ჩემპიონატი 2008-ში გამარჯვებულისთვის.