ღვინო დღეიდან მომხმარებლებს შეეძლებათ

ღვინო დღეიდან მომხმარებლებს შეეძლებათ

 

ღვინო დღეიდან მომხმარებლებს შეეძლებათ აირჩიონ ქართული საერთაშორისო ჯილდოებისა და აღიარებების მიხედვით.      “თელიანი ველის” წითელი მშრალი ღვინო “თელიანი” სპეციალური  ნიშნით გაიყიდება. მასზე  ასახული იქნება ვერცხლის მედალი და ასევე  მინიშნებული იქნება რომ ეს არის მონდიალის საერთაშორისო ღვინის კონკურსში გამარჯვებული. პრესტიჟული კონკურსი “Concours Mondial de Bruxelles” წელს  ბრიუსელში გაიმართა. მასზე წარმოდგენილი იყო 6000 ტიპის ღვინო 40 –ზე მეტი ქვეყნიდან. კომპანია “თელიანი ველის” “მუკუზანს” და “თელს” ბორდოში გამართულ კონკურსზე უკვე აქვს  მიღებული ვერცხლის მედლები. აქედან გამომდინარე კომპანიას შეუძლია რომ დასახელებული ღვინოები შესაბამისი აღნიშვნით გაყიდოს.