ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-2 საერთაშორისო გამოფენაზე – – WinExpo Georgia 2008 “თელიანი ველი”-ს ღვინოები მთავარი ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდა
გამოფენის ფარგლებში 6 ივნისს, ჩატარდა პირველი საერთაშორისო დეგუსტაცია უცხოური და ადგილობრივი ექსპერტების მონაწილეობით, დეგუსტაციაზე შეფასებული იქნა როგორც ქართული ასევე მოლდოვური, უკრაინული, აზერბაიჯანული და სომხური წარმოების ღვინოები. დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო 33 კომპანიის წითელი მშრალი და თეთრი მშრალი ღვინოები. დეგუსტაციის შედეგად საზეიმო სადილზე საუკეთესოდ შეფასებული ღვინოები დაჯილდოვდენენ მედლებითა და დიპლომებით. თელიანი ველის ღვინოებმა ორივე ნომინაციაში გაიმარჯვა. წითელმა მშრალმა ღვინომ – “კაბერნე საფერავმა” ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო თეთრ მშრალ ღვინოებში საუკეთესოდ დასახელდა “თელიანი ველი”-ს “სოვინიონ ბლანი” და ოქროს მედალი გადაეცა