ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-2 საერთაშორისო გამოფენაზე “თელიანი ველი”-ს ღვინოებია წარმოდგენილი

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-2 საერთაშორისო გამოფენაზე “თელიანი ველი”-ს ღვინოებია წარმოდგენილი

 

5-7 ივნისს საგამოფენო ცენტრ “ექსპო-ჯორჯიის” მე-11 პავილიონში, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-2 საერთაშორისო გამოფენა იმართება. სამი დღის განმავლობაში “ექსპო-ჯორჯია”-ში “თელიანი ველის” 15-მდე დასახელების ღვინო იქნება წარმოდგენილი. გამოფენის ფარგლებში ასევე იგეგმება “თელიანი ველი”-ს ღვინოების დეგუსტაცია. დეგუსტაციაში საუკეთესოდ შეფასებული ღვინოები დაჯილდოვდებიან მედლებითა და დიპლომებით. გამოფენის მიზანია ქართული ღვინის პოპულარიზაცია და პარტნიორებთან ახალი ურთიერთობების დამყარება. ”ექსპო-ჯორჯია”-ში ქართულ ღვინოებთან ერთად წარმოდგენილი იქნება მოლდოვური, უკრაინული, აზერბაიჯანული და სომხური წარმოების ღვინოებიც. გამოფენის პარალელურად 7 ივნისს ჩატარდება სომელიეთა სემინარი რომელსაც გაუძღვება სომელიე და ღვინის კონსულტანტი გერმანიიდან - ნიკოლ ვაკულიკი. “ექსპო-ჯორჯიაში” სამი დღის განმავლობაში 52 საგამოფენო სტენდზე 80-ზე მეტი სხვადასხვა ორგანიზაცია წარმოადგენს თავის პროდუქციას.