ღვინის ტური ჟურნალისტებისთვის
კომპანიამ „თელიანი ველი“ 30 სექტემბერს 40 წამყვან ტელე-ჟურნალისტს, თელავის ქარხანაში, ღვინის ტური მოუწყო. ქართველი ჟურნალისტები ადგილზე გაეცვნენ თუ რა პირობებში და როგორ მზადდება ქართული ღვინო. დაათვალიერეს ქარხანა, დააგემოვნეს სხვადასხვა სახის ღვინო და მოისმინეს ისტორია ქართული ღვინის შესახებ. ასევე დაესწრნენ საქართველოში პირველი კასრების მწარმოებელი კომპანიის პრეზენტაციას. კახეთში სტუმრობისას ჟურნალისტებმა ბოდბის წინდა ნინოს მონასტერიც მოინახულეს. ღონისძიება თელიანის ღვინის ფესტივალის ფარგლებში მოეწყო.