ღვინის საერთაშორისო გამოფენა ლონდონში
20-22 მაისს ლონდონში ღვინის გამოფენა შედგა, სახელწოდებით London International Wine Fair (LIWF). ყოველწლიურ გამოფენაში მონაწილეობა 30 000-მდე ღვინისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების მწარმოებლებმა მიიღეს. ქართულ ღვინოს გამოფენაზე ცალკე სტენდი ჰქონდა, სადაც წამყვანი ქართული ღვინოები იყო წარმოდგენილი. “თელიანი ველი”-ს ღვინოებმა სამ კონკურსში აიღეს მედლები, რომელიც LIWF - ის ფარგლებში ჩატარდა. კაბერნე საფერავმა ვერცხლის მედალი აიღო, ტვიშმა და გაუფილტრავმა საფერავმა ბრინჯაოს მედლები. გამოფენაზე წარდგენილი “თელიანი ველი”-ს ღვინოების ნაწილმა 5 მოწონების სიგელი დაიმსახურა.