ღვინის ფესტივალი
კომპანიამ “თელიანი ველი” მონაწილეობა მიიღო ღვინის ფესტივალში რომელიც საქართველოში 2006 წლის 15 სექტემებრს დაიწყო და ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება. მისი მიზანი ქართული ღვინის პოპულარიზაციაა. ფესტივალის ფარგლებში “თელიანი ველმა” მრავალფეროვანი სოციალური პროექტები განახორციელა. კახეთში, თელავის რაიონში სადაც კომპანიის ვენახები მდებარეობს, სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები ჩაიყვანა. სტუდენტებმა ღვინო დაკრიფეს და რთველში მიიღეს მონაწილეობა