ღვინის ფესტივალი

ღვინის ფესტივალი

“ღვინის კლუბის” ინიციატივით თბილისში პირველი ღვინის ფესტივალი ჩატარდა. ღონისძიება ეთნოგრაფიულ მუზეუმში გაიმართა. კომპანიამ “თელიანი ველი” 2009 წელს ჩამოსხმული “სამშვენისი” “საფერავი” “ტვიში” და სხვა ღვინოები წარადგინა. ფესტივალს სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი დაესწრო. ფესტივალზე თელიანი ველის ტვიშმა განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.