"ფოლკლორის ეროვნული პრემიის" დაჯილდოვება ქორთიარდ მარიოტში

"ფოლკლორის ეროვნული პრემიის" დაჯილდოვება ქორთიარდ მარიოტში

26 დეკემბერს, ქორთიარდ მარიოტის წვეულებათა დარბაზში, გაიმართა "ფოლკლორის ეროვნული პრემიის" დაჯილდოვების საზეიმო ცერემონიალი. „ფოლკლორის ეროვნულ პრემია" საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში, საქართველოს კულტურის ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს დახმარებით, ფოლკლორის მხარდამჭერი ნაციონალური საპრეზიდენტო პროგრამის ფარგლებში, დაწესედა. პრემია გაიცემა, ხალხურ შემოქმედებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, საშემსრულებლო და სამეცნიერო სფეროში. სამეცნიერო სფეროში გაიცემა 2 პრემია ხოლო საშემსრულებლო – შემოქმედებით სფეროში 5 პრემია. პრემიის ლაურეატებს გადაეცათ ფულადი ჯილდო ერთ ლაურეატზე (ინდივიდუალურსა თუ ჯგუფურზე) 2000 ლარი და სპეციალური დიპლომი.

პრემიის სპონსორები არიან, “თელიანი ველი”, “კვარციტი”, “ჯეოსელი” და “ოლიმპიური ვარსკვლავი”.