Expo Georgia 2007
1-იდან 3 ივნისამდე საგამოფენო ცენტრ “ექსპო ჯორჯიას” მე-11 პავილიონმა ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების პირველ საერთაშორისო გამოფენას Win Expo Georgia 07-ს უმასპინძლა. გამოფენის ცენტრალური ადგილი კომპანია “თელიანი ველის” სტენდს ეკავა. თავისი პროდუქცია კომპანია “თელიანი ველმა” დამთვალიერებელს მეტად ეფექტურად და ორიგინალურად წარმოუდგინა: _ “თელიანი ველის” 22 სახეობის ღვინოს, 7 სახეობის კონიაკს, ჭაჭასა და შამპანიურს დამთვალიერებელი მეტად საინტერესო ინტერიერში - ძველი, მე-19 საუკუნის ქალაქური სტილის ე.წ. ”თავადის სახლში” აგემოვნებდა.