ექსპორტის მოცულობა გაიზარდა
2009 წელს ს/ს “თელიანი ველ”-მა ექსპორტის არეალი გააფართოვა. მაისის თვიდან საკმაოდ აქტიურად დაიწყო ღვინის ექსპორტი სინგაპურში, სადაც უკვე 40000 ათასზე მეტი ბოთლი ღვინო გაიგზავნა. კომპანიამ “თელიანი ველი” ექსპორტის პირველი პარტია გაგზავნა დუბაიშიც- 6000 ათასი ბოთლის ოდენობით. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ წელს უკვე სტაბილური გახდა პროდუქციის გაყიდვა იმ ქვეყნებში სადაც სახელმწიფო მონოპოლია ვრცელდება ალკოჰოლურ სასმელზე. ასეთი ქვეყნებია დიდი ბრიტანეთი, ფინეთი, შვედეთი და კანადა, სადაც რამდენიმე კვირის წინ 10000 ბოთლი “წინანადალი მუხაში”, ”გაუფილტრავი საფერავი” და წითელი “ალაზნისველი” გაიგზავნა.