CIIE 2019
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხელისუფლების ინიციატივით, 5-10 ნოემბერს, ჩინეთში, ქალაქ შანხაიში უმსხვილესი საერთაშორისო საინვესტიციო და სავაჭრო გამოფენა (China International Import Expo – CIIE) გაიმართა.
საქართველოსთვის გამოყოფილ საგამოფენო სივრცეში განთავსებული იყო საინვესტიციო, ექსპორტიორი და ღვინის მწარმოებელი კომპანიების სტენდები, სადაც თითოეულ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ქონდა გასაუბრებოდა ქართული კომპანიების წარმომადგენლებს.
აღნიშნულ ღონისძიებაზე თელიანმა ველმა გამოფენის სტუმრების და ჩინური მედიის დიდი დაინტერესება დაიმსახურა, გამოფენის ფარგლებში ხელი მოეწერა რამდენიმე საპარტნიორო შესათანხმებასაც.