“ბონი ემის” სოლისტი “მუკუზანით” მოიხიბლა

“ბონი ემის” სოლისტი “მუკუზანით” მოიხიბლა

ახალი წლის დღეებში საქართველოში ცნობილი ჯგუფის “ბონიემის” სოლისტი ბობ ფარელი იმყოფებოდა. იგი ტელეკომპანია “იმედის” პოპულარულ თოქ-შოუში “ნანუკას შოუში” მონაწილეობდა. შოუს წამყვანი მომღერალს ხინკლით და  “თელიანი ველის” “მუკუზანით” გაუმასპინძლდა. ბობ ფარელმა  “თელიანი ველის” ღვინოზე “თელური” საკუთარი ავტოგრაფი დატოვა.