ახალი ღვინო “სამშვენისი”

ახალი ღვინო “სამშვენისი”

 

2009 წლის ბოლოს კომპანიამ “თელიანი ველი” ახალი ღვინო ქარვისფერი “სამშვენისი” გამოუშვა. ეს არის ამ წელიწადში ბოლო სიახლე, ერთგვარი საახალწლო საჩუქარი რომელსაც “თელიანი ველი” თავის მეგობრებს, ერთგულ მომხმარებლებს და ხარისხიანი ღვინის გემოვნებიან მოყვარულებს სთავაზობს! ძველ  ქართულში “ სამშვენისი” სამკაულს ნიშნავს. ეს არის სუფრის  ქარვისფერი ღვინო,  რომელიც   დამზადებულია ახმეტის რაიონში მოწეული  მწვანის, რქაწითელისა და ქართლში - ჩინურის ჯიშის   ყურძნისაგან.