ახალი აღიარება

ახალი აღიარება

ქართული ღვინის მესამე ეროვნულ კონკურსზე კომპანია “თელიანი ველმა” 3 მედალი და ორი სიგელი მიიღო. ოქროს მედალი წითელმა, მშრალმა ღვინომ “მუკუზანი” ხოლო წითელმა მშრალმა “კაბერნე საფერავმა” და “საფერავმა” ვერცხლის მედლები მიიღეს. ასევე სპეციალური სიგელით დაჯილდოვდა “სამშვენისი” და “წინანდალი”. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის მიერ ორგანიზებული კონკურსი წელს უკვე მესამედ ჩატარდა. კომპანიას “თელიანი ველი” კონკურსისთვის წარდგენილი ჰქონდა ხუთი დასახელების ღვინო.კომპეტენტური ჟიურის გადაწყვეტილებით რომელიც ძირითადად უცხოელი სომელიებით იყო დაკომპლექტებული _ “თელიანი ველის” მიერ წარდგენილმა ყველა ღვინომ შესაბამისი შეფასება დაიმსახურა.წლევანდელ კონკურსში ქართული ღვინის მწარმოებელი 33 კომპანია მონაწილეობდა და მთლიანობაში 161 დასახელების ნიმუში იყო წარდგენილი.