2008 "თელიანი ველი"-ს "მუკუზანმა" უკრაინაში ჩატარებულ ქართული ღვინის კონკურსში პირველი ადგილი მოიპოვა
კონკურსი ცნობილი უკრაინული ჟურნალის "ექსპერტ ვკუსა"-ს ორგანიზებით მოეწყო, მასში მონაწილეობა ოცმა პროფესიონალმა სომელიემ მიიღო. კონკურში წარმოდგენილი იყო 10 ქართული ღვინის კომპანიის მიერ წარმოებული "მუკუზანი". კონკურსში მონაწილე ყველა ღვინო იყო 2005 წლის მოსავლით დამზადებული "მუკუზანი". გამარჯვებული "თელიანი ველი"-ს "მუკუზანი" გახდა, ესქსპერტებმა ის შეაფასეს, როგორც ტიპიური, სასიამოვნო გემოვნური თვისებებისა და ხანგრძლივი არომატის მქონე ღვინო.